აზარტული თამაშები

გემბლინგი

საზოგადოებაში გავრცელებულ ადიქციათაგან ერთ-ერთს გემბლინგი იგივე ლუდომანია წარმოადგენს, რომელმაც “ჩაანაცვლა” მავნე ნივთიერებები და იქცა ე.წ. ფსიქოლოგიურ ნარკოტიკად. იგი 21-ე საუკუნის ეპიდემიადაა აღიარებული.

გემბლინგს სხვადასხვაგვარად განმარტავენ, მაგრამ ყველაზე გავრცელებული დეფინიციის თანახმად: გემბლინგი აზარტული თამაშების დაუძლეველი სურვილია, მოსალოდნელი ნეგატიური შედეგის მიუხედავად. ეს არის სანაძლეოს დადება ფულის ან სხვა მატერიალური ფასეულობის მქონე ნივთის სახით(ე.წ ფსონების გაკეთება) გაურკვეველი შედეგის მქონე “მოვლენაზე”, დამატებით ფულის და/ან სხვა მატერიალური ფასეულობის მქონე ნივთის მოგების განზრახვით.

გემბლინგს სამ კატეგორიად ჰყოფენ:

  • ფსონების დადება სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაზე/მოვლენაზე;
  • გარკვეული წესების მქონე თამაშები (მაგ: კაზინოს სამაგიდო თამაშები: ბლექჯეკი, კრეპსი, ბაკარა; სლოტ თამაშები, პაჩიკო)
  • ლატარიის ტიპის თამაშები

(მაგ: ლოტო, ბინგო, კენო, გადასაფხეკი ბილეთები და ა.შ.), რომელშიც გამარჯვებულები შეირჩევიან მომგებიანი სიმბოლოს ან რიცხვების კომბინაციის საფუძველზე.მოთამაშე გარკვეულ ზღვარს გადასვლის შემდეგ თამაშდამოკიდებული ხდება, ეს კი აზიანებს მას, იწირავს მის საზოგადოებრივ სტატუსს, კარიერასა და ოჯახს. ხანგრძლივი თამაშდამოკიდებულება კლინიკურ პათოლოგიად განიხილება. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ პათოლოგიური გემბლიგი დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა როგორც იმპულსის კონტროლის დარღვევა. დღეისათვის კი, DSM5-ის თანახმად, კლასიფიცირდება როგორც დამოკიდებულებითი აშლილობა, რომელიც ნივთიერებებზე დამოკიდებულების მსგავსია.

გემბლინგს ხშირად მოიხსენებენ, როგორც “ჩუმ მკვლელს”, რადგან არა აქვს აშკარა ფიზიკური ნიშნები თუ სიმპტომები. აშშ-ს ეროვნული მედიცინის ბიბლიოთეკის მონაცემების თანახმად “გემბლერი” თითქოს ჩვეულებრივად ცხოვრობს, მაგრამ ამის ფონზე მას სერიოზული პრობლემები აქვს. არსებობს რამდენიმე საყურადღებო ნიშანი რომლითაც ამოიცნობა თამაშდამოკიდებულება: ყველაზე გავრცელებული ნიშანი არის თამაშის აკვიატებული მოთხოვნილება; მოთამაშე იმდენადაა თამაშით შეპყრობილი რომ არავინ და არაფერი არ აინტერესებს. ხშირად ადამიანს არ შესწევს ძალა დაანებოს თამაშს თავი, მიუხედავად ამის დიდი სურვილისა.

“გემბლერი” აგრძელებს თამაშს მაშინაც კი როცა ხედავს, რომ საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს. უბრალოდ მას არ შეუძლია “შეჩერება”.როცა დამოკიდებული არ თამაშობს ის გაღიზიანებულია, დეპრესიაშია, განიცდის დისტრესს და ენერგიის მოზღვავებას. მას სჭირდება თამაში, რათა თავი ბედნიერად იგრძნოს, ასე “კლავს” დარდს. გემბლინგი თითქოს ნიღაბია, რომელიც მალავს პრობლემებს.

“გემბლერს” გამუდმებით სჭირდება ფული, ამიტომაც ფინანსურად სხვაზეა დამოკიდებული, ხშირად სთხოვს ახლობლებს მატერიალურ დახმარებას, რათა ისევ ჩაერთოს თამაშში. ხშირია დანაკარგის ასანაზღაურებლად და ფულის საშოვნელად განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.გემბლინგს უძველესი ისტორია აქვს, მის შესახებ ცნობები ძველ ინდურ პოემებში (“მოთამაშის გოდება”, “მაჰაბჰარატა”) გვხვდება. ძველი ბერძნული ლეგენდის მიხედვით კი ცნობილია, რომ ზევსმა, ჰადესმა და პოსეიდონმა კამათლის თამაშით გაიყვეს მსოფლიო.

მსხვერპლი

უმრავლესობამ კი იცოდა თამაშის უარყოფითი გავლენის შესახებ. თუმცა ისინი მაინც ეხვევიან აზარტულ თამაშებში. მსოფლიო, ამ მხრივ, აშკარა საფრთხის წინაშეა, ახალგაზრდები დღითიდღე ეჯაჭვებიან ონლაინ სივრცეს და ამას ემატება ონლაინ თამაშები, რომელიც სერიოზულად აზიანებს მათ ფსიქიკასა და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას.თავის მოკვლამდე მისულ ადამიანთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

    საიინტერესოა, რომ კვლევის ფარგლებში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა ამტკიცებს, რომ საზოგადოების განწყობა ამ თემისადმი გაცილებით მკაცრია, ვიდრე რეალობა, კერძოდ: კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 94 % არ არის დაკავებული აზარტული თამაშებით, დარჩენილი 6 %-დან კი უმრავლესობა უპირატესობას ონლაინ ტოტალიზატორს ანიჭებს; ფულზე აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანების უმეტესობა გართობის მიზნით თამაშობს და უფრო ხშირად აგებს, ვიდრე იგებს; გამოკითხულთა მხოლოდ 2 %-მა განაცხადა, რომ აზარტული თამაშების გამო მას ან მისი ოჯახის წევრს მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემა ჰქონია და ეს პრობლემა, უმეტეს შემთხვევაში, ბოლო 1 წლის განმავლობაში წარმოიშვა; მიუხედავად იმისა, რომ ფულზე აზარტულ თამაშებში საქართველოს მოსახლეობის ჩართულობა საკმაოდ დაბალია და ამ საქმიანობის გამო მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემებიც მხოლოდ 2 %-ს ჰქონდა, მოსახლეობის ძალზე დიდი ნაწილი (92 %) უარყოფითად არის განწყობილი ამ ინდუსტრიის მიმართ და მიაჩნია, რომ ის საერთოდ უნდა აიკრძალოს (63 %) ან შეიზღუდოს (29 %). აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბიზნესში, აკრძალვის მიუხედავად, არასრულწლოვანებიც არიან ჩართული.

ოჯახში ძალადობა

ერთ–ერთი ყველაზე რთულად გამოსავლენი და რთულად მართვადი კონფლიქტური სიტუაციაა. აქ საუბარია ოჯახის წევრებზე, რომლებსაც ერთმანეთთან ემოციური და ნათესაური კავშირი აქვთ. მიუხედავად ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც გაუწონასწორებელი ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია თამაშზე ხშირად ემოციურ ბალანს კარგავს და ძალადობს ოჯახის წევრებზე. ხშირად ეს პროცესი ისე ხდება ვერც იაზრებს თუ რამხელა ზიანი მოაქვს გარშემომყოფებისთვის. ხშირია შემთხვევები, როდესაც აზარტული თამაშები არამრტო კონკრეტულ პიროვნებას ვნებს, რომელიც ლუდომანიით არის შეპყრობილი არამედ მის ოჯახის წევრებს, ასეთ სიტუაციებში ბავშვები სრულიად დაუცველნი არიან , არ იყვნენ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ.

სახელმწიფოს როლი

წყარო: sibrdzne.ge

არნახული მასშტაბებით იმატებს სლოტ-კლუბებისა და სამორინეების რაოდენობა, ქართულ ინტერნეტ ბაზარზე ახალ-ახალი კომპანიები იქმნება, რომლებიც მომხმარებლებს სწრაფ გამდიდრებას სახლიდან გაუსვლელად სთავაზობენ. შედეგად ქვეყანაში სავალალო მდგომარეობას და კიდევ უფრო დამძიმებულ სოციალურ გარემოს ვიღებთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აზარტული თამაშების თემას უკვე თითქმის წელიწადია სწავლობს. ორგანიზაციის მეორე ანგარიშის მიხედვით, ეს ბიზნესი საკმაოდ კარგადაა საქართველოში განვითარებული და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორიც არის. აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვამ 2017 წელს 658 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ამ ბიზნესში ჩართული კომპანიების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა (საშემოსავლო, დღგ, მოგების) და მოსაკრებლებმა 177.5 მლნ ლარს მიაღწია, რაც ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების 2.3 %-ია. გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი ბევრი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგალითად, 2017 წელს საქართველოს 6 დიდი ქალაქისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული თანხები საკუთარი შემოსავლების საშუალოდ 24 %-ს შეადგენდა.

ეს ციფრები ცხადყოფს, რომ მოწოდებები სათამაშო ბიზნესის აკრძალვის შესახებ, რომელიც ხშირად გაისმის ხოლმე, ნამდვილად არ არის ეკონომიკური გადასახედიდან ადვილად მისაღები.

უპასუხისმგებლობა. და მაინც, როდესაც ინდუსტრია ცდილობს, გააბრიყვოს მოსახლეობა დიდი ტყუილით („ითამაშე და მოიგე“), ნაკლებად გიკვირს ადამიანს. მაგრამ საგანგაშოა, როდესაც ამაში მას ხელს ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურები უწყობს.

 მოქალაქეები ითხოვენ სახელმწიფოსგან უფრო მეტ ყურადღებას ამ საკითხის მიმართ, სწორედ ამიტომ მზადდება პეტიცია მათასაკრძალად, თუმცა კულუარებში კვლავაც საუბრობენ იმაზე, რომ სწორედ სახელმწიფო ლობირებს აზარტული თამაშების ბიზნეს.

რეკლამა

აზარტული თამაშების რეკლამები ამ სფეროს გართობის, წარმატების მოპოვებისა და ფულის შოვნის საშუალებად წარმოაჩენს მაშინ, როცა აზარტული თამაშების გამო ჩვენ ირგვლივ უამრავ ადამიანს ცხოვრება ენგრევა. აზარტული თამაშების რეკლამას შეუზღუდავად შეხვდებით: ბილბორდებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საკუთარ მობილურში, ინტერნეტში, ტელევიზიაში, რადიოში და ა.შ. ყველგან, სადაც კი ადამიანს და მათ შორის არასრულწლოვანებს თვალი მიუწვდებათ.

რეკლამა, პროპაგანდა. ამ გაზაფხულზე ვუყურებდი თბილისის ქუჩებში გამოფენილ პლაკატებს ჩვენი სასიქადულო ფეხბურთელებით და მეგონა, რომ ეს მათი ხსოვნის საპატივცემულოდ ხდებოდა. ასე ვფიქრობდი, სანამ ერთ დღესაც, ორი ამგვარი პლაკატი ერთმანეთის მიყოლებით არ მომხვდა თვალში: ერთი იყო „ვამაყობთ თქვენით“ და მეორე – ყბადაღებული „ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“… სწორედ მაშინ მივხვდი, რომ აზარტული თამაშების ინდუსტრია ფეხბურთელებს უბრალოდ იყენებდა.

ძალიან აგრესიულად ხდება რეკლამირება – ყველგან, ყველა სივრცეში, ყველა არხით: ქუჩა, მობილური, კომპიუტერი, ტრანსრპოტი, ტელევიზია და ა.შ. – ეს ყველაზე ავთვისებიანი რისკფაქტორებია, ეს მნიშვნელოვნად ზრდის მოხმარების რისკებს, ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ.

რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 100 მეტრის რადიუსში.

ასევე იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება.

აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული და მომგებიანი თამაშების წამახალისებელი რეკლამისა.

 ეს კანონპროექტი ძალაში შევა თუ არა ჯერ გარკვეული არ არის, დღეს კი რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ, რადგან სარეკლამო სივრცის 75% სწორედ კაზინოების და ტოტალიზატორების რეკლამებით არის შევსებული. 2019 წელს საქართველოს საზოგადოებრივმა  მაუწყებელმა სრულად აკრძალა მის სივრცეში რეკლამირება აზარტული თამაშების, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან.  სამწუხაროდ ამ პორბლემის წინაშე დიდი ხანი შეიძლება ვიყოთ, რადგან ყველა კომპანია უარს ვერ იტყვის რეკლამის განთავსებაზე, რადგან ფინანსური მხარე მათვის მნიშვნელოვანია და ყველაზე დიდი დამკვეთები სწორედ ისინი არიან .

დასკვნა

აზარტულ თამაშზე დამოკიდებულება 1979 წელს პირველად იქნა შეტანილი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში. მაშინ ის გააზრებულ იქნა, როგორც იმპულსების კონტროლის უუნარობის პრობლემა, შემდგომ კი – როგორც ადიქციის (წამალდამოკიდებულების) პრობლემებიდან – ერთ-ერთი.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დაავადებათა კლასისიკაციში 2013 წლამდე შესაბამისი დიაგნოზის სახელწოდება იყო „პათოლოგიური გემბლინგი“. მაგრამ რამდენადაც სიტყვა „პათოლოგიური“ სტიგმას აყალიბებს, უკვე 2013 წელს, ახალ კლასიფიკაციაში, ის შეიცვალა სახელწოდებით „გემბლინგის აშლილობა“.

მით უმეტეს სტიგმას აყალიბებს ტერმინი „ლუდომანია“, რომელსაც დღეს საქართველოში გაიგონებთ როგორც საზოგადოების, ასევე პროფესიული თემის მხრიდან. ნებისმიერი ტერმინი, რომელიც შეიცავს „მანიას“, საზოგადოებას ნეგატიურ განწყობას უჩენს და იმ ადამიანების დისკრიმნაციის საბაბი ხდება, რომლებიც ამ სტიგმის ქვეშ ექცევა.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მკურნალობა ეფექტურია. არსებობს მტკიცებულებითი მეთოდები – კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, მოტივაციური ინტერვიუირება, მაინდფულნესი, ონალინ მოკლე ჩარევები, ასევე – ფარმაკოთერაპია. მაგრამ ჩვენთან ეს საქმე სათანადოდ აწყობილი არ არის. სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემების მკურნალობის ხარისხიანი სერვისების შექმნას.

გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების (ტრავმა, შფოთვა, დეპრესია, ადიქციები) მკურნალობას უნდა აფინანსებდეს დაზღვევა. ეს ჩვენს მოქალაქეებს, მათ ოჯახებს, მთლიანობაში საზოგადოებას ააცილებდა ბევრ ისეთ ტრაგედიას, რომლის თავიდან აცილებაც შეგვეძლო. და ეს სახელმწიფოსთვისაც მომგებიანი და ნაკლებხარჯიანი იქნებოდა.

 აზარტული თამაშები საქართველოლოში ტოპ10 შემოსავლიან ბიზნეში 6 ნიშით დომინირებს, რაც საგანგაშო მაჩვენებელია , ჯორჯიან მარგანეცის შემდგომ მეორე ადგილზია ერთ-ერთი კაზინო შემოსავლების მიხედვით.

სრულად აკრძალვა რა თქმა უნდა დიდ ზიანს მიაყენებს ტურისტულ სეგმენტს, თუმცა აუცილებელია დღევანდელი მოცემულობის შეცვლა , აუცილებელია ვერიფიკაციის პროცედურის გამკაცრება , რათა არასრულწლოვნები არ აღმოჩნდენ საფრთხის ქვეშ. ასევე საჭიროა შეიზღუდოს თამაშის დრო. ხშირად აზარტულ თამაშებს ადამიანები ფატალურ შედეგამდე მიჰყავთ .

აზარტული თამაში – ეს არის თამაში, რომელსაც ფულზე თამაშობენ და რომელშიც მოგება თუ წაგება შემთხვევითობის პრინციპს ექვემდებარება. შესაძლებელია ადამიანი თამაშობდეს აზარტულ თამაშებს და არ იყოს მათზე დამოკიდებული. მაგრამ დამოკიდებულების განვითარების რისკი მაღალია.

გადაიზრდება თუ არა პერიოდული თამაში თამაშზე დამოკიდებულებაში, დამოკიდებულია მთელ რიგ ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე, და ამ ფაქტორების ურთიერთქმედებაზე. ამიტომ, ადამიანმა უფრო ხშირად არ იცის წინასწარ, თუ რამდენად მოწყვლადია ის აზარტული თამაშის მიმართ.

აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი გამოსავალია – თამაშისგან თავის შეკავება და დროის გატარების სხვა, ბევრად უფრო კონსტრუქციული საშუალებების გამოყენება.

თამაში იწყება ექსპერიმენტირებითა თუ სოციალური მოტივებით, შესაძლოა ძლიერი შთაბეჭდილებების მიღების სურვილით – მოტივაცია სხვადასხვაგვარია. მაგრამ, თუ ადამიანი კარგავს კონტროლს ამ ქცევაზე და, განაგრძობს თამაშს შექმნილი პრობლემების მიუხედავად – აქ უკვე, ე.წ. „პრობლემურ თამაშთან (გემბლინგთან)“ გვაქვს საქმე. თუ ადამიანი პრობლემურ გემბლინგს იმდენად ხშირად მიმართავს, რომ ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან 4 ნიშანი მაინც სახეზეა უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, მაშინ ეჭვი უნდა ავიღოთ, ე.წ. „თამაშთან დაკავშირებულ (გემბლინგის) აშლილობაზე“:

  • სასურველი ეფექტის მისაღწევად სულ უფრო მეტ ფულზე თამაშობს;
  • მოუსვენარი ან გაღიზიანებულია, როდესაც ცდილობს შეამციროს ან თავი დაანებოს თამაშს;
  • განმეორებადი წარუმატებელი მცდელობები – შეამციროს ან შეწყვიტოს თამაში;
  • ხშირი ფიქრები თამაშის შესახებ (წარსული თამაშის გახსენება, მომავალი თამაშის დაგეგმვა ან ფულის შოვნაზე ფიქრი);
  • სტრესის დროს – ხშირი თამაში;
  • წაგების შემთხვევაში სათამაშოდ მობრუნება – თამაშით „ფულის დასაბრუნებლად“
  • ტყუილები, რათა დაფაროს თამაში;
  • თამაშის გამო, მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება ან გაწყვეტა, სამსახურისა თუ სწავლის შესაძლებლობის დაკარგვა;

თამაშით გამოწვეული ფულადი პრობლემების გამო პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანა.

ფსიქოლოგების თქმით, განსხვავებით ნარკოტიკზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან, გემბლინგის (აზარტომანიის) მკურნალობა გაცილებით რთული სამართავია, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანს ფიზიკური დამოკიდებულება ნივთიერების მიმართ არ აქვს, ის მხოლოდ ფსიქოლოგიურადაა მიჯაჭული.

როგორია ამ დაავადების ტიპოლოგია – ფსიქოლოგი, „კამარის“ ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე ამბობს, რომ ლუდომანიის, იმავე აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების შემთხვევაში, არანაირი ნივთიერება, რომელსაც შეიძლება ტვინში ცვლილების გამოწვევა დაბრალდეს, არ არსებობს. დამოკიდებულების პათოლოგია, იქნება ეს ნივთიერებაზე.დამოკიდებულება, თამაშზე, თუ სხვა, გამოწვეულია ტვინის ემოციური ცენტრის – ლიმბური სისტემის ცვლილებით. ცვლილებას იწვევს ინტენსიური მონაცვლეობითი განცდა, რაც თამაშის, მოგებისა და წაგების პროცესს ახლავს. შედეგად, ისეთივე დაზიანება ხდება, როგორც წამალდამოკიდებულების დროს. უმეტეს შემთხვევაში, პათოლოგიური მიჯაჭვულობა, დამოკიდებულება კავშირშია სხვა სულიერ პრობლემასთან, რაც მეტად განაწყობს ფსიქიკას, იოლად გახდეს დამოკიდებული აკვიატებულ ქცევაზე და საბოლოოდ ტვინის ლიმბურ სისტემაში მოხდეს სერიოზული ფუნქციური და სტრუქტურული ცვლილებები.

მისი თქმით, გარდა უამრავი მსუბუქი თუ მძიმე სულიერი პრობლემისა, სოციალური ფონი, უიმედობა, გაჭირვება დიდი ბიძგია, მეტი ადამიანი მოექცეს დაავადების რისკის ქვეშ. ამავე დროს არასრულწლოვნებს მეტი რისკის ქვეშ აყენებს უკონტროლო ონლაინშესაძლებლობა, რადგან მოზარდობისას ფსიქიკა ფორმირების პროცესშია და იოლად ზიანდება.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started